გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ერთერთ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა (ვიდეო)

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე #21 ნომერში არსებული ხუთსართულიან კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. კორპუსის მოსახლეობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა. ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც სამაშველო ჯგუფები, ასევე საპატრულო ეკიპაჟი და “სოკარ გაზის” წარმომადგენლები.
,,დეტალურად გადავამოწმეთ, არსად გაზის სისტემაში დაზიანება არ ფიქსირდება, შესაბამისად, ეს არის ცრუ განგაში”, – განაცხადეს ადგილზე მყოფმა “სოკარ გაზის” წარმომადგენლებმა.
,,ახლა მოვედი და ვხედავ ეს სიტუაციაა, მეზობლებს გამოუძახიათ სამაშველო ჯგუფები. აშკარად ჰაერში დგას სუნი და გვეუბნებიან არაფერიაო. ვითხოვთ, დეტალურად შეამოწმონ თითოეული ოჯახი”, – ამბობს კორპუსის მცხოვრები მაკა ბლიაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები