ლევან ქარდავა: პრემიერმა ერთ-ერთი პრობლემა ადგილზევე გადაწყვიტა და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით დახმარება აღგვითქვა

“ვფიქრობ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი, საუბარი მიდოს უშუალოდ და ყოფელგარი ფამილარობის გარეშე, კონკრეტულ პრობლემებზე, კონრეტულ თემებზე,”- ამის შესახებ გადამამუშავებელ და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ქარდავამ, ზუგდიდში, პრემიერ-მინისტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ასოციაციის დირექტორის თქმით, დარწმუნებულია, რომ პრემიერთან შეხვედრაზე დასახელებული პრობლემები მოგვარდება.
“მე წარმოვადგენ თხილის სექტორს. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც ამ სექტორს აწუხებს. პრემიერმა ერთ-ერთი პრობლემა ადგილზევე გადაწყვიტა და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით დახმარება აღგვითქვა. გამომდინარე იქიდან, რომ წინა შეხვედრებზე პრობლემები სწრაფად მოგვარდა, დარწმუნებული ვარ, აქ დაყენებული საკითხებიც მოგვარდება სწრაფად და ეფექტურად”,- განაცხადა ლევან ქარდავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები