კვიციანი გოცირიძეს – ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე, იქნებ რაღაც შევიდეს შენს თავში(ვიდეო)
ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე, იქნებ რაღაც შევიდეს შენს თავში,- ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლალი ფაფიაშვილს უსმენენ.