Conti International-ი ანაკლიის პორტის აქციონერად რჩება
Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად, – აღნიშნულ ინფორმაციას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად,” – აცხადებენ კონსორციუმში.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული “კონტი ჯგუფი“, რომელიც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 42%-იანი წილის მფლობელია, კონსორციუმს ტოვებდა.