“112” მოქალაქეთა გამოკითხვას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ “112“, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებელთა გამოკითხვას იწყებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვა განხორციელდება სამი სხვადასხვა არხის საშუალებით – სატელეფონო, ვებგვერდი (www.112.ge ) და მობილური აპლიკაცია (#112Georgia).

სატელეფონო გამოკითხვა სამ თვეში ერთხელ ჩატარდება და 4500-მდე მოქალაქე გამოიკითხება. ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში მსურველებს მუდმივად ექნებათ საშუალება, დააფიქსირონ საკუთარი აზრი.

გამოკითხვის შედეგად, შედეგების ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთება მოქალაქეთა განწყობა, მათი შეხედულებები, რაც შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ “112“-ს დაეხმარება მომსახურების გაუმჯობესებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები