დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ანა დოლიძეს საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

​როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისადმი ამ მიმართვის საფუძველია ის, რომ ანა დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.
“ამ მომართვის მიზანია უფლებამოსილება შეუწყდეს ანა დოლიძეს, რადგან იგი უკვე არსებითად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია იუსტიციის საბჭოს წევრობის სტატუსთან. ასევე იგი სისტემატიურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას. მისი ქმედებები არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშვნელ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც”, – აღნიშნულია პრეზიდენტისადმი მიმართვაში, რომელიც გვრიტიშვილმა დღეს საბჭოს წევრებს გააცნო.

​შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრია. დოლიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები