თბილისში, სასამართლო სხდომის დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, სასამართლო სხდომის დარბაზში ადვოკატი ნოდარ ილურიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი სოციალურ ქსელში წერს.

“ეხლა მაცნობეს სამწუხარო ამბავი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ჩვენი კოლეგა ნოდარ ილურიძე გარდაიცვალა, სასამართლო სხდომის დარბაზში.

ადვოკატთა ასოციაციის სახელით ვუთანაგრძნობ ოჯახს და მეგობრებს, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი,” – წერს ასათიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები