დმანისში ჯუმბერ კოპალიანის 80 წლისადმი  მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ისტორიკოსის, არქეოლოგის, დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოფილი ხელმძღვანელის ჯუმბერ კოპალიანის 80 წლისადმი  მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამო ჩატარდება დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზის სცენაზე.
მოეწყობა ასევე არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის საგამოფენო კუთხე. წარმოდგენილი იქნება ჯუმბერ კოპალიანის ავტორობით გამოცემული წიგნები. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონიტორზე ნახონ ბატონი ჯუმბერის ცხოვრების, გამორჩეული ეპიზოდების, ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.
დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ფოიეში მოეწყობა, ამავე ცენტრის ხატვის სტუდიის ბავშვთა და მათი პედაგოგის ავთანდილ ნარსავიძის, ნახატების გამოფენა.
შინაარსობრივად საღამო დატვირთული იქნება საუბრებით, მოგონებებით, მილოცვებით და იმ ფოლკლორული ანსამბლების (დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“, ამავე ცენტრის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,კიდევაც დაიზრდებიან“, დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ირინოლა“, გივი ტატიშვილის სახელობის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“) ჩართულობით, რომელთა ჩამოყალიბებაშიც და მათზე ზრუნვაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჯუმბერ კოპალიანს.
ჯუმბერ კოპალიანს იუბილეს მიულოცავს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი.
საღამო ქრონოლოგიურად ასახავს ჯუმბერ კოპალიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლებს.
ღონისძიებას დაესწრებიან: აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი, პროფესორი ოთარ ჟორდანია, პროფესორი გივი ღამბაშიძე, პროფესორი ვალერი ასათიანი, დოქტორი კახა კახიანი, დოქტორი ელგუჯა ღლიღვაშვილი, პოლიტოლოგი,ექსპერტი – ვახტანგ ძაბირაძე,  პოლიტოლოგი სოფიო ხორგუანი, პოლიტოლოგი თემუ ლომაია, ტარიელ ღვინიაშვილი, მწერალი, მთარგმნელი, პოეტი – ანზორ აბჟანდაძე, პოეტი ერეკლე საღლიანი, პოეტი ტარიელ ხარხელაური, ლიტერატორი ვახტანგ ბახტაძე, საზოგადოება ,,ლეჩხუმელის“ პრეზიდენტი ჯემალ კუხალაშვილი, არქეოლოგი გოჩა კილაძე, მსახიობი გია ჯაფარიძე, მსახიობი ვაჟა ციცილოშვილი.
ჯუმბერ კოპალიანის აღმოჩენებმა მსოფლიოს გააცნო დმანისი. იგი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის საექსპოზიციო დარბაზის დამაარსებელი და ძირითადი მასპინძელი, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დამაარსებელი და ამჟამინდელი დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები