ხულოელმა ბეგლარ სოლომონიძემ იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი მოიპოვა

რუმინეთში, მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ წონით კატეგორიაში დასრულდა “B” ჯგუფის ასპარეზობა, სადაც საქართველოს ნაკრებიდან ბეგლარ სოლომონიძე ასპარეზობდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 130/135/138 კგ. დაძლია და მეორე ადგილზე გავიდა, სოლომონიძემ იგივე შედეგი აჩვენა აკვრაში დაძლეული 157/163 კილოგრამით, ასევე მეორე საფეხურზე გავიდა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 301 კილოგრამითაც.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ბეგლარ სოლომონიძეს გამარჯვებას ულოცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები