გორში, საპატრულო ეკიპაჟის მანქანა “ოპელის “მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

გორში , ქალაქის ცენტრში, საპატრულო ეკიპაჟის მანქანა მის წინ მოძრავ “ოპელის “მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების განცხადებით,   მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ქვეითს გზას უთმობდა, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილმა უკანა მხრიდან დაარტყა.

როგორ “რეგიონულ კვირას” შსს – ში განუცხადეს, საქმის მოკვლევა ადმინისტრაციული წესით, 125 მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები