არჩილ თალაკვაძე: საქართველო მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ემზადება

ეს განცხადება ალოგიკური და გაუმართავია, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო პროვოკაციისთვის ემზადება.

“ოკუპირებული არის საქართველოს ტერიტორიები და გვესმის ბრალდებები, რომ საქართველო ემზადება პროვოკაციისთვის – თვითონ ეს განცხადებაც კი ალოგიკური და გაუმართავია, საქართველო ემზადება მშვიდობიანი გზით მხოლოდ იმისთვის, რომ ეკონომიკური გაძლიერების, დემოკრატიის გაძლიერების და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამისთვის ემზადება საქართველო”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, “ქართული უსაფრთხოების ძალები ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის ემზადებიან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები