დავით ზალკალიანი: ოჯახის საკუთარი, პირადი კონტრიბუცია, მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში მხოლოდ და მხოლოდ დასაფასებელი და მისასალმებელია

0

,ოჯახის საკუთარი, პირადი კონტრიბუცია, მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში მხოლოდ და მხოლოდ დასაფასებელი და მისასალმებელია’,- ასე გამოეხმაურა ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

მისი თქმით, არასერიოზულია მსგავს გამონათქვამებზე პასუხების გაცემა.

“ძალიან არასერიოზული და სასაცილოა მსგავს გამონათქვამებზე სერიოზულად პასუხის გაცემა. მთელი მსოფლიო არის გაერთიანებული იმ სერიოზული გამოწვევის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც ამაზონის ტყეში მოხდა და საქართველოს მხრიდან, ოჯახის საკუთარი, პირადი კონტრიბუცია, მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში, მხოლოდ და მხოლოდ დასაფასებელი და მისასალმებელია“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი “ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი