ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ერთმანეთს ურთიერთსაპირისპოროდ მიმავალი “ოპელისა” და “ფორცვაგენის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შეჯახების შედეგად, “ოპელის” ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები