თამარ ჩუგოშვილი: ეს რეზოლუცია აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს

ეს რეზოლუცია აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ეს იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი აშშ-ს მიერ მიღებული, ჩვენი მხარდაჭერის მიზნით და იმის ხაზგასმით,რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც აქვს დასავლური მისწრაფებები. ამაში სჭირდება სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც პოლიტიკური ასევე თავდაცვის თუ სხვადასხვა სექტორებში მხარდაჭერა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს ეს რეზოლუცია ამერიკის აღმსარულებელ ხელისუფლებას და ასევე, მოუწოდებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი მძიმე დანაშაულებებში მხილებული ან ბრალდებული ადამიანების მიმართ ტარგეტირებული სანქციების გამოყენებისკენ, – განმარტა ჩუგოშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები