ENKA Power-ის გენერალური დირექტორი: საქართველომ ბიზნესის წარმოებისთვის კეთილგანწყობილი გარემო შექმნა

სამხრეთი კავკასიის მილსადენის მშენებლობის და გაფართოების პროცესის დროს და მოგვიანებით, ნამახვანის პროექტის განვითარებისას, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯი გააკეთა გლობალური ინტეგრაციის მიმართულებით, შექმნა რა კეთილგანწყობილი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის, – ამის შესახებ თბილისის აბრეშუმის გზის მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობის პანელზე ENKA Power-ის გენერალური დირექტორმა, ფატიჰ გიუვენმა, განაცხადა.

თურქეთში დაფუძნებული უმსხვილესი გლობალური საინჟინრო-სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, გამჭვირვალობა და საინვესტიციო გარემოს მხარდაჭერის მიმართ მთავრობის უცვლელი პოზიცია არის ძირითადი ფაქტორები ინვესტიციების მოსაზიდად და მისი შეფასებით, აღნიშნული, საქართველოში წამყვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

“აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი დაემთხვა ნამახვანის პროექტის დაწყებას, შემდეგ შეიცვალა მთავრობა, მინისტრები, კანონები, მაგრამ ერთგულება გახსნილი ბაზრის მიმართ, უკეთესი საინვესტიციო გარემოს შექმნის მისწრაფებები არ შეიცვალა, რაც ძალზედ აღსანიშნავი იყო ჩვენთვის. გამჭვირვალობა და შესაბამისობის დონე სამთავრობო სექტორში გახლავთ ძირითადი ფაქტორები ინვესტიციების მოსაზიდად და ჩვენ დავინახეთ რომ ეს იყო აღქმული, როგორც ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტი საქართველოში,” – აღნიშნა გიუვენმა.

ENKA Power-ის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების მიმზიდველობასა და ენერგეტიკული სექტორის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა.

“საქართველოს არ სჭირდება მრავალი სტიმულის შექმნა, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ლიდერის პოზიცია ბიზნესის წარმოების სიმარტივის და პირდაპირი ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენთვის ენერგოდამოუკიდებლობაც გახლავთ ძირითადი ფაქტორი სტაბილურობისთვის, არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. ჰიდროენერგეტიკული შესაძლებლობებით საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. საქართველოს აქვს საუკეთესო შანსები მიაღწიოს ჰიდროდამოუკიდებლობას, რასაც დასჭირდება ინვესტიციები, გადაცემის ხაზები, ქსელები, დიდი ჰიდროპროექტების განხორციელება განახლებადი ენერგორესურსების თვალსაზრისით. ასევე, სტრატეგიული განლაგების თვალსაზრისით, საქართველო გახლავთ უნიკალური დერეფანი ტრანზიტული ნაკადისთვის ევროპიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით. მას სჭირდება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. საჭიროა პირდაპირი ინვესტიციები და საქართველო ამას მიაღწევს, არამხოლოდ ინვესტიციებს, არამედ შესრულების თვალსაზრისით რეალიზებას,”- განაცხადა თემატურ პანელზე გამოსვლისას ფატიჰ გიუვენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები