გოგიჩაიშვილი მიქაუტაძეს: ბოდიში უნდა მოიხადოთ, როდესაც იყავით ადეიშვილის ვერტიკალში

2006 წლიდან 2010 წლამდე ყველაზე ბინძურ უწყებაში, საქართველოს პროკურატურაში მუშაობდით, ბოდიში გაქვთ მოსახდელი, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს.
“2006 წლიდან 2010 წლამდე, მუშაობდით ყველაზე ბინძურ უწყებაში, რაც იყო საქართველოს პროკურატურა, პირდაპირ იყო კონვეირი ადამიანების გაუბედურების, იყო ყველანაირი გაგებით უბინძურესი, იყო ქონების წართმევა, დაშანტაჟება, თვალთვალი. რამდენი ნორჩი ლენინელი ჰყავდათ, ხომ გახსოვთ. ე.ი. ამ ყველაზე ცუდებიდან აგარჩიეს თქვენ და უკვე გადაგიყვანეს სასამართლოში. ახლა ზიხართ აქ და იმასაც კი ვერ ბედავთ თქვათ, რომ ის, რაც იყო, იყო ცუდი და ამის გამო ვიხდი ბოდიშს. ბოდიში უნდა მოიხადოთ, როდესაც იყავით ადეიშვილის ვერტიკალში, უნდა მოიხადოთ ბოდიში, რადგან ასეთი ბინძური უწყება, როგორიც იყო საქართველოს მაშინდელი პროკურატურა, არ არსებობდა. ახლა ზიხართ გაყინული სახით, ვითომ რაღაცნაირად ინარჩუნებთ სიმშვიდეს, არადა დარწმუნებული ვარ, საშუალება რომ მოგეცეთ, ჯვარს გვაცვამდით თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ ამის საშუალება თქვენ აღარასდროს გექნებათ. ამიტომ მაინტერესებს, მაშინ რომ მუშაობდით იმ პროკურატურაში, ამის გამო არ გრცხვენიათ? მერე იყავით ჩვეულებრივი შემსრულებელი, ზონდერ მოსამართლე. არ გეწყინოთ, მაგრამ მართლა ასე იყო ეს ამბავი, რადგან ყველაფერზე, რასაც გეტყოდნენ, გააკეთებდით, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები