ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი ბერაიას: მაგ სიტყვების გამო რა დაგემართება, განახებ, რამის თავი მაინც გქონდეს(ვიდეო)

მაგ სიტყვების გამო რა დაგემართება, განახებ, რამის თავი მაინც გქონდეს, – ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ირაკლი ბერაიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია საკითხმა, მიეცათ თუ არა საკრებულოს წევრ ვახტანგ შაქარიშვილისთვის მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძისთვის კითხვის დასმის უფლება.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მიქაუტაძის დარბაზში ჯდომა სწორედ ბერაიას სირცხვილია.

“აქ რომ ეს ზის, არის შენი სირცხვილი. ამ ზონდერს საშუალება რომ მიეცით, აქ იჯდეს,” – მიმართა გოგიჩაიშვილმა ირაკლი ბერაიას.

ბერაიამ გოგიჩაიშვილს წესიერად ლაპარაკისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არაფრის რცხვენია.

ლევან გოგიჩაიშვილმა ბერაიას ჩირგვებში დამალული ადამიანი უწოდა, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა მას უცენზუროდ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები