გურამ მაჭარაშვილი: თუ ე.წ. წერილი სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი, ეს შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობას

0

თუ ე.წ წერილი სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი, ეს შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობას, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, კარგია, რომ პროკურატურა დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს.

“პირველ რიგში, იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ თუ ზემოხსენებული “მუქარის წერილის დედანი” თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი ადამიანისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, ეს გარემოება მნიშვნელოვნად გაართულებს სხვადასხვა სახის კვლევებს, საგრძნობლად შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობასა და სამომავლოდ უტყუარ მტკიცებულებად მათი გამოყენების შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, კარგია, რომ პროკურატურა დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს და შედეგებს დამატებით გააცნობს საზოგადოებას”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი