დაპირისპირება პარლამენტში – “ჩვეულებრივი შანტაჟისტები იყავით”(ვიდეო)

თქვენ ჩვეულებრივი შანტაჟისტები იყავით, – ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ.

“ვინ გაგირიგდათ თქვენ, რომ იყოთ მოსამართლე იმის შემდეგ რაც იყავით სააკაშვილის რეჟიმის მსახური და დღეს, რატომ უნდა გახდეთ მოსამართლე. მოსამართლეობის უფლება საიდან გაქვთ? თქვენ ჩვეულებრივი შანტაჟისტები იყავით, რომელთაც თქვენი თანამდებობების გარდა არაფერი გაინტერესებდათ. თქვენ მორალურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებთ, რადგან თქვენი მორალური სახე ისედაც ნათელია”, – განაცხადა ფოფხაძემ.

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები