ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს – თანამდებობაზე ცოლმა ქმარი ჩაანაცვლა

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ოლქის თავმჯდომარე გახდა თამთა გიორგაძე. გადაწყვეტილება საოლქო კომისიის წევრებმა დღეს ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
თამთა გიორგაძე აღნიშნულ თანამდებობას მომავალი ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს.

ცნობისთვის, თამთა გიორგაძემ თანამდებობაზე მეუღლე – ზვიად თენიეშვილი შეცვალა. თენიეშვილმა თავმჯდომარეობა საკუთარი სურვილით დატოვა და საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილებაში გადავიდა, სადაც ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას გაუწევს კოორდინაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები