ირაკლი სესიაშვილი: აღარ არსებობენ პრივილეგირებული პირები, რომლებსაც არათუ გამოკითხვაზე მისვლას, არამედ კითხვის დასმასაც ვერავინ უბედავდა

აღარ არსებობენ პრივილეგირებული პირები, რომლებსაც არათუ გამოკითხვაზე მისვლას, არამედ კითხვის დასმასაც ვერავინ უბედავდა, – ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილის და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვას.

“ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქვეყანაში უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტი დაამკვიდრა. აღარ არსებობენ პრივილეგირებული პირები, რომლებსაც არათუ გამოკითხვაზე მისვლას, არამედ კითხვის დასმასაც ვერავინ უბედავდა. დიახ, ნუ გიკვირთ, როდესაც მაღალჩინოსნები გამოძიებასთან თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირი აუცილებლად მივა გამოკითხვაზე, თუკი ეს გამოძიებას სჭირდება. ჩვენ გვახსოვს ამის სხვა მაგალითებიც”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები