პრემიერ-მინისტრი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილეს.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთის მჭიდრო პარტნიორებს წარმოადგენენ.
ყურადღება გამახვილდა იმ ურთიერთმხარდაჭერაზე, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში და ითვალისწინებს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას.
შეხვედრაზე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ინფრასტრუქტურის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და პრივატიზაციის პროცესზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები