უბედური შემთხვევა გარდაბანში – 10 თვის ჩვილი მშობლებს დილით გარდაცვლილი დახვდათ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში უბედური შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთ ოჯახში 10 თვის ჩვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დილით მშობლებს  ჩვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.  ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. როგორც უწყებაში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები