მამუკა მდინარაძე: ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება

ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ოკუპაცია აუცილებლად დამთავრდება. ამაში მნიშვნელოვან როლს ჩვენ ქვეყანასთან,ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეასრულებენ. დანარჩენი, ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთ მთავარ საკითხზე, რომ ეს არის თემა, რომელშიც პოლიტიკური სპეკულაცია არის დაუშვებელი. ეს არის თემა, რომელზეც არ შეიძლება საკუთარი პოლიტიკური კამპანიაა ააგო, თუნდაც ხელისუფლების და ოპოზიციის დასაზიანებლად, არავის დასაზიანებლად არ უნდა გამოვიყენოთ ეს თემა. ოკუპაციის თემაზე სპეკულაცია არის მიუღებელი და ღალატის ტოლფასი, რადგან ეს ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, დეოკუპაციის მიზნებს და ოკუპაციის დასრულების მიზანს, რომელსაც ქართველი ხალხი შეუქცევადად მიჰყვება”, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები