აშშ-ს სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტშია

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგური მასპინძლობს. ვიზიტი რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.
USS Porter, Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები, მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.
USS Porter-ის მეთაური კაპიტანი ქრეგ ტრენტია.
“ჩვენთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდეთ საქართველოში, გემის სლოგანია”თავისუფლების ჩემპიონი“, სწორედ თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას, ეს არის საქართველოსა და ამერიკას შორის მთავარი მიმართულება და პრიორიტეტი. მადლობა შესანიშნავი დახვედრისთვის, ერთი სული გვაქვს როდის ჩამოვალთ გემიდან და ქალაქს დავათვალიერებთ“, – განაცხადა გემის კაპიტანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები ისტორიულ ადგილებსაც მოინახულებენ.

ხომალდი USS Porter წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში.
სტუმრებს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ. ეს ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში.
“ამერიკული ხომალდის დღევანდელი ვიზიტი ბათუმში არის კიდევ ერთი გამოხატულება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ნატოს გემების ვიზიტი ბათუმის პორტში ხელს შეუწყობს ჩვენი საზღვაო ძალების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას“, – განაცხადა აჭარის ა/რ ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები