რატი იონათამიშვილი ეკა ბესელიას: შშმ ადამიანები ვიბრძვით ჩვენი მდგომარეობიდან, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით

“ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ვიბრძვით ჩვენი მდგომარეობიდან, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით, “- ასე უპასუხა რატი იონათამიშვილმა ეკა ბესელიას რეპლიკას, რომ ის სარგებლობს მისი მდგომარეობით.

“ეტლი არის ჩვენი საჭიროება და არა – დიაგნოზი. როცა ადამიანის უფლებების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე შეზღუდულ შესაძლებლობაზე მიგითითებს, ამით თითოეულ შშმ პირს აყენებს შეურაცხყოფას. ამაზე უკადრებელი უკვე აღარ ვიცი, რა უნდა თქვას. ესეთი მენტალიტეტი ქმნის სტერეოტიპებს და ამას ვებრძვი მას შემდეგ, რაც ეტლის საჭიროება მაქვს”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კამათი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც იუსტიციის საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები