ბოკერია მიქაუტაძეს: ვერ იპოვეთ მესამე რეკომენდატორი თუ “ფეხებზე დაიკიდეთ” დადგენილი წესი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებული წესის ფეხებზე დაკიდება უწოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის, ქცევას. ბოკერია დაინტერესდა, თუ რატომ წარადგინა მიქაუტაძემ მხოლოდ ორი რეკომენდაცია, როდესაც საბჭოს მიერ მოთხოვნილი იყო სამი რეკომენდატორის წერილის წარდგენა.

„თქვენ ეს წესი დაარღვიეთ და მხოლოდ ორი რეკომენდატორი წარმოადგინეთ, ახლა მითხარით რატომ მოიქეცით ასე – ვერ იპოვეთ მესამე რეკომენდატორი? თუ ეს ასეა მითხარით და შევალ თქვენ მდგომარეობაში, აქ ერთი კანდიდატი გვყავდა ლექტორის გვარი ვერ დაასახელა, ასე რომ არ გამიკვირდება თუ თქვენ იტყვით რომ მესამე რეკომენდატორი ვერ იპოვეთ, ან უკაცრავად სლენგისთვის თქვენ ფეხებზე დაიკიდეთ დადგენილი წესი, იმიტომ რომ იცოდით, რომ მაინც გაგივიდოდათ, ახლა მითხარით ამ ორიდან სწორი რომელია თუ არც ერთი“, – მიმართა ბოკერიამ მიქაუტაძეს.
რაზეც მიქაუტაძემ უპასუხა, რომ არც ერთი ვერსია არ იყო სწორი. თუმცა როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ეს პასუხი მისთვის მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები