ანა დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე არ შეუშვეს

პარლამენტის დარბაზში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე არ შეუშვეს, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თავად აცნობა.

მისივე თქმით, პროცესი ფასადურია.

“მოვედი სხდომაზე დასასწრებად, ვარ იუსტიციის საბჭოს წევრი და საქართველოს მოქალაქე. სხდომა არის საჯარო, დარბაზი გამოტენილია აპარატის თანამშრომლებით, რათა მოქალაქეები არ დასხდნენ დარბაზში, პატარა დისკომფორტი, ცივი ნიავი არ მიეკაროს გიორგი მიქაუტაძეს და არ აგვინერვიულდეს. ამისთვისაა ეს ფასადური პროცესი. მანდატურის სამსახურის უფროსს მოვთხოვე, ააყენონ აპარატის რომელიმე თანამშრომელი და დასვან საქართველოს მოქალაქე“, – აღნიშნა დოლიძემ.

მას შემდეგ, რაც ანა დოლიძე დარბაზში ვერ მოხვდა, მან პარლამენტი დატოვა.

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები