ახალციხეში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება

0

ქალაქ ახალციხეში, კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.

პროექტის ფარგლებში 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი ინფრასტრუქტურის ეწყობა, კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება სამანქანო გზას, საფეხმავლო ბილიკებს, სანიაღვრე კოლექტორებს, ეზოებში შესასვლელებს, კედლებსა და ლითონის ღობეებს.

“მიმდინარე სამუშაოების გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება, შექმნილი დისკომფორტისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით. გაცნობებთ, რომ ძირითადი სამუშაოები უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება და ქალაქის მაცხოვრებლები, როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანო გზაზე კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ,”- აღნიშნულია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი