რისმაგ გორდეზიანის წიგნების წარდგენა გაიმართება

25 ოქტომბერს, თსუ-ს VIII კორპუსში, რისმაგ გორდეზიანის წიგნების – “ბერძნული ცივილიზაცია – გმირთა ეპოქიდან არქაიკამდე” და “ბერძნული ცივილიზაცია – კლასიკური ეპოქა” – წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით,  წიგნის შესახებ თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი თინა დოლიძე და ამავე ინსტიტუტის პროფესორი ირინე დარჩია ისაუბრებენ.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები