ბათუმში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის შენობებში თვითნებურად შესახლებული ოჯახები ფართების დაკანონებას ითხოვენ

0

ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე,  ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის შენობებში თვითნებურად შესახლებულმა 10 – მდე ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები საცხოვრებელი ფართების დაკანონებას მოითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, ყველა მათგანი სოციალურად დაუცველია.

აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც .

“15 წელზე მეტია ამ თხოვნით მიმართავენ ხელისუფლებას, თუმცა, 3 ოჯახის გარდა, ვერცერთმა  შეძლო ფართის საკუთრებაში აღიარება. გასულ კვირას მოსახლეობამ კიდევ ერთხელ მიმართა ხელისუფლებას. აინტერესებთ, რატომ არ შეიძლება ერთი და იგივე შენობაში, თუ ერთს უკანონებ, დანარჩენებს რატომ არ შეიძლება, რომ საკუთრებაში გადაეცეს აღნიშნული ფართი. ხელისუფლების პასუხი  იყო მოულოდნელი. მათ განუმარტეს, რომ ვისაც აქვს გაფორმებული იმათ კანონიერებასაც გავარკვევთო. ანუ პასუხიდან გამომდინარე ხელისუფლება გეგმავს აღნიშნული ოჯახები ღია ცის ქვეშ დატოვოს ისე, რომ ალტერნატივას არავინ სთავაზობს, “-ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძემ.

როგორც “რეგიონულ კვირას” აჭარის ა/რ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ქონება წარმოადგენს საინვესტიციო ტერიტორიას, რომლის განვითარების კონცეფცია სამინისტრომ მოამზადა.

“თვითნებურად ქონების დაკავების საკითხების შემსწავლელი კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას წერილობით ეცნობება,” – განაცხადეს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი