ნათია თურნავა: რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა

რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტმა, ნათია თურნავამ რუსთავში, სს “რუსთავის აზოტის” კონდენსაციური ელექტროსადგურის ოფიციალური გახსნისას განაცხადა.

ელექტროსადგური საწარმოს ენერგოხარჯებს 20 პროცენტით შეამცირებს. სადგური აღჭურვილია Siemens – ის ორთქლის ტურბინის გენერატორით, რომლის სიმძლავრეც 9 მვტ-ია.

“მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მომელოცა რუსთავის აზოტისთვის ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება. მსხვილ ენერგომომხმარებელ საწარმოებში, როგორიცაა “რუსთავის აზოტი” ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ინერგება. ორთლის რესურსი, რომელიც იფრქვეოდა ატმოსფეროში, იმუშავებს საწარმოს სასარგებლოდ. ამით 20 პროცენტით ელექტროენერგიის მოხმარებას, ხოლო გამოთავისუფლებული ფულადი რესურსები მოხმარდება საწარმოში დასაქმებული 2000 ადამიანის ხელფასის გაზრდას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ გენერატორი ელექტროენერგიას იმ ორთქლის მეშვეობით გამოიმუშავებს, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზე გამოიყოფა და აქამდე არ გამოიყენებოდა. ელექტროსადგური საწარმოს წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ელექტროენერგიის 20 პროცენტს უზრუნველყოფს.

კონდენსაციური ელექტროსადგურის პროექტისთვის “რუსთავის აზოტმა” 5.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები