გიორგი გახარია ე.წ. მუქარის წერილზე – ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ

0

ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განუცხადა.

„არ ვიცი უკვე, ამას როგორ ვუპასუხო. ისე ვითარდება ეს ყველაფერი, ერთხელ ვთქვი, რომ ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და მერე გავაკეთებ კომენტარსმეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატებმა „მუქარის წერილის“ დედანი დღეს პროკურატურაში უნდა წარადგინონ.

კომენტარები

კომენტარი