პაატა სალია “რუსთავი 2”-ის წილების დაყადაღებაზე: მას შემდეგ რაც მივიღებთ შესაბამის დოკუმენტებს, განვახორციელებთ იურიდიულ მოქმედებებს

0

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი პაატა სალია სასამართლოს მიერ ტელეკომპანიის წილების 60%-ის დაყადაღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათ მეტი ინფორმაცია არ აქვთ.

“ეს წილები დღეს ქიბარ ხალვაშის სახელზეა აღრიცხული. სასამართლომ მიიღო განჩინება ამ წილების დაყადაღების თაობაზე. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. მას შემდეგ რაც მივიღებთ შესაბამის დოკუმენტებს, განვახორციელებთ იურიდიულ მოქმედებებს,” – აცხადებს პაატა სალია.

სალიას თქმით, შემდგომ ნაბიჯებს სამაუწყებლო კომპანიის იურისტები, მხოლოდ დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ გადადგამენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სასამართლომ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი, “რუსთავი 2-ის” 60%-იანი წილის დაბრუნებაზე, წარმოებაში მიიღო.

ყადაღა ძალაში საქმის საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე დარჩება. „რუსთავი 2″-ის დამფუძნებლებმა წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 17 ოქტომბერს მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი