პარიზში 30 პოლიციელს ექსტრემიზმზე შეამოწმებენ

პარიზის პრეფექტურის პოლიციის ხელმძღვანელობა 30 სამართალდამცველს, საჩივრის საფუძველზე, ექსტრემისტულ შეხედულებებზე შეამოწმებს.
ტელეარხის BFMTV.-ის ინფორმაციით, საჩივარში ნახსენები 28 პოლიციელი უფლებამოსილებას დროებით აღარ ასრულებს, ორმა კი, გამოძიების დასრულებამდე ტაბელური იარაღი ჩააბარა.
პოლიციელების შემოწმება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 3 ოქტომბერს პარიზის პრეფექტურის თანამშრომელი 45 წლის მიკაელ არპონი კოლეგებს თავს დაესხა, რომლის შედეგად 4 პოლიციელი დაიღუპა.
მოგვიანებით, საფრანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურის პროკურორმა ჟან-ფრანსუა რიკარმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი რადიკალური ისლამის მიმდევარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები