რუსეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: მრცხვენია, რაც ქუთაისში ხდება, ბოროტებასა და უსამართლობას ერთობლივად უნდა აღვუდგეთ

0

სიძულვილი არაფრის მომტანია, მრცხვენია იმის გამო, რაც ხდება. მოვუწოდებ, საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებს, ბოროტებასა და უსამართლობას ერთობლივად აღვუდგეთ. ჩვენ ადამიანობა გვაერთიანებს -,​ რუსეთის „უ ნიკიტსკის ვოროტ“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მარკ როზოვსკის ამ კომენტარს რუსული მედია ავრცელებს, როზოვსკი გამოეხმაურა ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლის გაპროტესტებას.

ასევე რუსული მედიის ინფორმაციით, ქუთაისის თეატრის ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ პროტესტი მიუღებლად შეაფასა და აღნიშნა, რომ „თეატრებს შორის მეგობრობას პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს“.

მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია“ მესხიშვილის თეატრში მოსკოვის თეატრის გასტროლი 19 ოქტომბერს გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა „წითელ ბარათი“ უჩვენეს როგორც მესხიშვილის თეატრს, ისე მოსკოვის თეატრს.

რუსული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები თეატრში შემომსვლელებს „რუსეთი -ოკუპანტიას“ წარწერით სტიკერებს ურიგებდნენ.

კომენტარები

კომენტარი