სასამართლომ “რუსთავი 2“-ის 60 %-იანი წილი დააყადაღა

0

თბილისის საქალაქო სასამართლომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -ის 60 %-ს ყადაღა დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას აქიმიძისა და დვალის ადვოკატი კახა კოჟორიძე ადასტურებს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს.

კომენტარები

კომენტარი