ატოცის მოსახლეობა საოკუპაციო ზოლთან სასოფლო-სამეურნეო მიწებს ამუშავებს

​საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელ ატოცის მოსახლეობა საკუთარ მიწებს ამუშავებს. ადგილზე უკვე მეორე დღეა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არ გამოჩენილან, შესაბამისად არ მიმდინარეობს ბორდერიზაციის სამუშაოები.
“ეს მიწა სულ ჩემია და როგორც ხედავთ, უპრობლემოდ ვამუშავებ. თუმცა, ზედ ზოლთან არსებულ 30 მეტარდე მიწის ნაკვეთს შეგნებულად არ ვუვლი, რადგან მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივა”,- ამბობს ატოცის ერთ-ერთი მცხოვრები.
​შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალებმა ატოცში უკანონო ბორდერიზაცია 11 თვის წინ, რკინის ბოძების მონტაჟით დაიწყეს. ორი დღის წინ კი სამუშაოები გაახლეს და 400 მეტრის მანძილზე ჩარჭობილ რკინის ბოძებზე მავთულხლართები გააბეს.  ამ დროისთვის, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებიან ევროკავშირისა და მედიის წარმომადგენლები. ასევე,  ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” აქტივისტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები