გორის მუნიციპალიტეტში წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია დასრულდა.

‘’ტაძარი იყო უმძიმეს მდგომარეობაში , პირველ რიგში განისაზღვრა ტაძრის გუმბათის, თაღების , სვეტების და რიგელების სასწრაფო წესით აღდგენა.სამუშაოები მიმდინარეობდა უმკაცრესი სიფრთხილის ზომების დაცვითა და არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები- კედლების და გუმბათის ყელი შეიმოსა სპეციალურად შერჩეული ნიჩბისის ქვით,  გაითალა იდენტური ლავგვარდანები და მოეწყო არსებულთან შესაბამისობაში,  გუმბათზე მოეწყო ავთენტური, ახლად დამზადებული კრამიტი, ხოლო ტაძრის ქანობიანი სახურავებზე დატანილ იქნა იმერული კრამიტი. ტაძრის ინტერიერში შესრულებული სამუშაოები,  არსებული ძველი წარწერები დაკონსერვდა სპეციალისტების მიერ.  კანკელი აღდგა ნატურალურ ზომაში და დაკონსერვდა მისი შემორჩენილი ფრაგმენტი. იატაკი მოიჭიმა კირხსნარით,“- ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები