“სტუმარი” ცაგერში – რუსთაველის თეატრის გასტროლი ლეჩხუმში

ცაგერის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში რუსთაველის თეატრალურმა დასმა ლეჩხუმელ მაყურებელს ერიკ-ემანუელ შმიდტის სპექტაკლი “სტუმარი” შესთავაზა.

სპექტაკლის თარგმანი ქეთევან კვანტალიანს, ხოლო რეჟისურა ვალერიან გაგოშიძეს ეკუთვნის. მსახიობებს მანანა აბრამიმიშვილს, გიორგი ბარბაქაძეს, ბაჩი ლეჟავას, ბაჩი ჩაჩიბაიას, ცაგერელი მაყურებელი დიდი ოვაციებით შეხვდა და სპექტაკლმაც წარმატებით ჩაიარა. რუსთაველის თეატრი რეგიონს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები