ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელია
ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე ქართული ფილმი „შინდისი“ გამოარჩიეს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალის გრან-პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისს“ გადაეცა. ხოლო დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.