„ბევრი პრობლემა მოგვარდება უახლოეს მომავალში, ხოლო სხვა პრობლემებზე ადეკვატური პასუხი მომავალი წლიდან გვექნება“

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის, ონოღიის და ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობასთან შეხვერდას საქართველოს პარლამეტის წევრი ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
„პროექტს „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, რაც საშუალებას გვაძლევს, გამოვკვეთოთ მნიშვნელოვანი პრობლემები რაც მოსახლეობას აწუხებს, გამოიკვეთა გაზიფიცირება და ტყის საკითხები. ბევრი პრობლემა მოგვარდება უახლოეს მომავალში, ხოლო სხვა პრობლემებზე ადექვატური პასუხი გვექნება მომავალი წლიდან,“- განაცხადა ვიცე-გუბერნატორმა დავით ფარცვანიამ.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სამთავროო პროექტ “ღია შეხვედრების“ მიზანი პრიორიტეტების სწორედ გამოვლენა და მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვაა.
ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს.
შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გაზიფიცირება, საბავშვო ბაღების და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია–მშენებლობა გამოკვეთა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები