ბორჯომში ანსამბლ „ადილეის“ კონცერტი გაიმართება

დღეს, 20 ოქტომბერს ბორჯომის თოჯინების თეატრში ანსამბლ „ადილეის“ კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ფესტივალის „ღვინო და პოლიფონია“ ფარგლებში ტარდება.

კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

პროექტს სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ახორციელებს.
ფესტივალი 10 ოქტომბრიდან დაიწყო და 30 ოქტომბრამდე თბილისსა და საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები