“ღია შეხვედრებზე” ადიგენის მოსახლეობამ ძირითად პრობლემად გაზიფიცირება დაასახელა

0

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი – ზაქარია ენდელაძე, პარლამენტის წევრი – გიორგი ხატიძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი – გიორგი კოპაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – შალვა ბერძენიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე – იმედა მღებრიშვილი, სოფლების – ქიქინეთის, წახანის, ხარჯამისა და ხევაშენის მოსახლეობას შეხვდნენ, მათ საჭიროებებს გაეცნენ და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთად იმსჯელეს.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებებად გზების მოასფალტება და გაზიფიცირება დაასახელეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობასთან მსგავს შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი