პოლიციამ მედიის წარმომადგენელებს სოფელ ატოცში შესვლის უფლება მისცა

სოფელ ატოცში, სადაც გუშინ რუსულმა საოკუპაციო ჯარმა, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლა, პოლიციამ მედიის წარმომადგენელებს შესვლის უფლება მისცა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ხელისუფლებისგან ადგილზე პატრულირების უფლებას ითხოვენ. მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის, ლაშა ბერულავას განცხადებით, მათი მოქმედება შსს-ს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

“330 მეტრი შემოღობეს გუშინ და შესაძლოა ეს უკანონო ბორდერიზაცია დღესაც გაგრძელდეს. ჩვენი მოქმედება დამოკიდებულია შსს გადაწყვეტილებაზე. თუ მოგვცემენ უფლებას, რომ სამოქალაქო პროტესტით შესაძლო ბორდერიზაციის განახლებას ხელი შევუშალოთ, ჩვენ ამას გავაკეთებთ,“ – განმარტა ბერულავამ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალებმა ატოცთან ბორდერიზაციის პროცესი გუშინ განაახლეს. დილიდან რუსი სამხედროები ადგილზე აღარ გამოჩენილან, ახალი მავთულხლართების გავლების პროცესი კი შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები