გიორგი ხორავა: ყოველი თვის გარკვეულ დღეებში, 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებს მკერდის კიბოს სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდებათ

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მარტვილის საავადმყოფოს დირექტორმა, გიორგი ხორავამ სკრინინგის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამის ფარგლებში: ყოველი თვის გარკვეულ დღეებში, 40–დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებს, მკერდის კიბოს სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდებათ, რომელიც ექიმ-მამოლოგისა და გინეკოლოგის კონსულტაციას, მამოგრაფიას და ექოსკოპიურ კვლევას ითვალისწინებს.

25–დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ჩაუტარდებათ. გაუკეთდებათ PAP ტესტი, ექოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში კოლპოსკოპია, კოლპოსკოპია ბიოფსიით და პათომორფოლოგიით. სკრინინგის პერიოდულად ჩატარება კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. ადრეულ ეტაპზე კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში მისი სრული განკურნება შესაძლებელია. სკრინინგი ქუთაიში წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიულ და ონკოლოგიურ ცენტრში ჩატარდება. ქუთაისში ტრანსპორტირება უფასო იქნება.

შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, მერის წარმომადგენლები, ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის “საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ დირექტორი როზა ჯანაშია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა და მარტვილის საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ხორავა ესწრებოდნენ.

სკრინინგის პროგრამით სარგებლობის მსურველები დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ნომრებზე: 591 50 23 30 ან 599 41 71 03.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები