ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. მას გულმკერდის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ -ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები