მეხის ჩამოვარდნას სამცხე-ჯავახეთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამცხე-ჯავახეთის მხარის,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთებში, მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გარდაცვლილი მთაში, ცხვარში იმყოფებოდა, რა დროსაც მეხი ჩამოვარდა. ასევე დახოცილია ათეულობით ცხვარი.

გარდაცვლილი კაცი და დახოცილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ქართველმა მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის ინფორმაციით, გარდაცვლილი მწყემსი ადგილობრივი არ არის. მას საქონელი საზაფხულო იალაღებზე სხვა რეგიონიდან  ჰყავდა ჩამოყვანილი.

გორელოვკასა და ორლოვკას შორის არის მთა, და ამ მთაში მოხდა შემთხვევა. მწყემსი ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი არ არის. გამოძახებული იყო სასწრაფო. ადგილზე მუშაობს პოლიცია  და ისინი დაადგენენ ყველაფერს,” – განაცხადა მოსოიანმა.

როგორც “რეგიონულ კვირას ” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები