“მოსახლეობასთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეტაპობირივად ყველა პრობლემა აღმოიფხვრას” – მმართველი გუნდის წარმომადგენლები კახეთში ეთნიკური უმცირესობებს შეხვდნენ

ეთნიკური უმცირესობით დასახლებული სოფლები მოინახულეს დღეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის, კაბალი, უზუნთალა და ყარაჯალას მოსახლეობის ძირითად პრობლემას სასმელი წყლის, გზების კეთილმოწყობისა და სკოლებში, ეზოს შემოგარენის შემოღობვა წარმოადგენდა.
სოფ.ყარაჯალას ერთ-ერთმა მოსახლემ, მირზა ამირახოვი “რეგიონულ კვირასთან” მდ.კაბალზე ჯებირების მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
“მდინარემ ხშირად იცის ადიდება და სოფელში მცხოვრებლები ჯებირების გაკეთებას ვითხოვთ”,-ამბობს სოფ.ყარაჯალას მოსახლე.
ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ 3 სოფელში ადგილობრივებმა ქართული ენის შესწავლაზეც ისაუბრეს.  მათი თქმით, აუცილებელია სკოლებში სხვადასხვა სახის პროექტებზე მუშაობა, რომ ენის ბარიერი მაქსიმალურად გადაილახოს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე,ლია გიგაურის თქმით, აღნიშნულ 3 სოფელში შეხვედრებზე მოსახლეობა გახსნილი იყო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გიგაურის თქმით, სახელმწიფო იზრუნებს მოსახლეობის პრობლემები მაქსიმალურად მოგვარდეს.
“მაქსიმალურად გახსნილები იყვნენ ჩვენთან კომუნიკაციის დროს, მათ დასჭირდათ თარჯიმანი, რაც ასევე იმას ნიშნავს, რომ ქართული ენის პრობლემა ჯერ კიდევ დგას ამ სოფლებში და მოსახლეობამაც გვთხოვა დახმარება – კიდევ მეტი პროგრამები იყოს ქართული ენის სწავლების მიმართულებით”-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სახელმწიფო რწმუნებულის კახეთის მხარეში, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ყველა საკითხი, რაც შეხვედრებზე აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ წამოაყენა, მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში.
ყველა ეს საკითხი არის იდენტიფიცირებული. ამასთან დაკავშირებით, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, გაგვაჩნია ინფორმაცია და მათთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ნაწილ-ნაწილ,ეტაპობროვიდ ყველა საკითხი გადაწყდეს.
​წელს დაწყებულია სკოლის მშენებლობა, რომელიც 4 მლნ-ზე მეტი ჯდება”,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეხვედრები, რომლებიც ეტაპობრივად ხორციელდება მოსახლეობის პრობლემების, საჭიროებების მოსმენასა და მოგვარების გზებზე მუშაობას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები