შალვა ნათელაშვილი: აქ ჩამოყვანილი უნდა იყოს დიპკორპუსი და მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა იდგეს ფეხზე

სოფელ შაქშაქეთში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჩავიდა. მისი თქმით, მთელი მთავრობა დღეს უნდა იყოს იქ, სადაც ოკუპანტები ტერიტორიას ღობავენ.

“მთავრობა და პრემიერი ვაშლის ბაღებში კი არ უნდა დადიოდეს, იქ უნდა იყვნენ, სადაც იღობება ტერიტორია. აქ ჩამოყვანილი უნდა იყოს დიპლომატიური კორპუსი და მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა იდგეს ფეხზე, გაერო, უშიშროების საბჭო, ნატო, ეუთო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო. აქ უნდა იდგეს CNN-ის, BBC-ის პირდაპირი ჩართვები და მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენებდნენ რა საშინელებასთან აქვთ საქმე, პუტინის რეჟიმის სახით და მხოლოდ ამის შემდეგ დაიხევენ ისინი უკან ” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

მან ატოცის მიამრთულებით გადაადგილება სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ მისივე უსაფთხოებიდან გამომდინარე,  სოფლის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებს.

“მივმართავ ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, საქართველოში შექმნას ამერიკული სამხედრო ბაზა და განათავსოს ატომური იარაღი და ამის შემდეგ ჩვენ რუსეთი, რომელიც ატომური იარაღით გვაშინებს, ფეხებს ვერ მოგვჭამს,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სოფელ შაქშაქეთში ასევე იმყოფება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი,  ანა დოლიძე. მას აინტერესებს, აქვს თუ არა ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა ოკუპაციის შესაჩერებლად.

“დაახლოებით 7 თვის წინ დაიწყეს საოკუპაციო ძალებმა ატოცის ტერიტორიაზე ე.წ სასაზღვრო ზოლის მონიშვნა. მე აქ 7 თვის წინაც ვიყავი და ახლაც აქ ვდგავარ . საკითხავია, რას აკეთებდა ამ ხნის მანძილზე ხელისუფლება, ამ შედეგამდე რომ არ მივსულიყავით . როდესაც პირველი საოკუპაციო ნიშნულები გამოჩნდა, რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები . აქვს თუ არა ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა ოკუპაციის შესაჩერებლად,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას, შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ლითონის ბადეები მიიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები